this post will be bilingual, because I want to be shure that everyone who comes here understands what I write. first of all, I want to excuse for my mistakes.
ამ პოსტს ვწერ ორ ენაზე, რათა ყველა შემომსვლელმა გაიგოს თუ რაზე ვწერ. მართალია ათასში ერთხელ 2-3 გზააბნეული უცხოელი მეწვევა ხოლმე, მაგრამ მინდა რომ არცერთი მნახველი არ წავიდეს ისე რომ ეს არ წაიკითხოს.

Before you begin reading this post, please view this youtube video to see about what I want to talk. სანამ პოსტის კითხვას დაიწყებთ, ჯერ ვიდეო ნახეთ, ვისაც არ გინახავთ.

youtube link

at first the text will be into Georgian, then into English. პირველად ტექსტი ქართულად იქნება, შემდეგ კი ინგლისურად. Read the rest of this entry »

          სულ დამავიწყდა ჩემი მკითხველი. შეიძლება ის არც არსებობს, მაგრამ მჯერა რომ ერთ-ორ გზააბნეულ მოხეტიალეს მაინც იფარებს ყოველ დღე ჩემი ბლოგი. ჩემი ცხოვრება არ არის იმდენად საინტერესო რომ ყოველ დღე მასზე გიამბოთ. საინტერესო რომც იყოს, არც მოგიყვებით, რადგან მე მაგალითად მომბეზრდებოდა ვიღაცის ამბების ყოველდღიური მოსმენა. მაგრამ ზოგჯერ მაინც ვცდილობ რაიმე დეტალი გაგიზიაროთ, რომელიმე ფილმზე ან წიგნზე მოგიყვეთ, რომელმაც დამაინტერესა. იმედია ჩემი რჩევები და რეკომენდაციები რამეში გადგებათ.

          ბლოგის რეინკარნაცია მინდა მორიგი საინტერესო ფილმის მიმოხილვით აღვნიშნო. ჩემი მეგობარი ბლოგერის პოსტი ვნახე დღეს კინოზე და მეც გამიჩნდა სურვილი რამე დამეწერა ადამიანის გონების ამ შესანიშნავ ქმნილებაზე. ზოგადად კინემატოგრაფიაზე არ ვწერ, უბრალოდ ერთ-ერთი ფილმის ყურებას გირჩევთ. Read the rest of this entry »

MOTHMAN: ადამიანი-ფარვანა – მითი თუ რეალობა?

 (ყოველთვის მინდოდა ამ სიტყვებით დამესათაურებინა რომელიმე პოსტი 😀 )

 დღეს არ ვიცოდი რა მეკეთებინა. ასეთ აუტანელ სიცხეში არაფრის ხალისი არ მქონდა, მითუმეტეს სწავლის(სწავლის ხალისი არასდროს მაქვს J), ამიტომ გადავწყვიტე რაიმე ფილმი მენახა. სამწუხაროდ, ჩემს საყვარელ ჟანრში(horror-ში) კარგ ფილმებს ვეღარ ვპოულობ, რადგან ძალიან ბევრი ნანახი მაქვს(სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ filmix.net – ის მაგ ჟანრის ფილმებიდან ყველა წესიერი საშინელებათა ფილმი მაქვს ნანახი). საბოლოოდ დასახმარებლად imdb.com-ს მივმართე. საიტზე შესვლისას ეგრევე ჟანრების ასარჩევად უნდა გადავსულიყავი მის ახალ გვერდზე, როცა საიტის მიერ რეკომენდირებული ფილმები შევნიშნე და სწორედ იქ ვიპოვე ეს ფილმი, რომელსაც ახლა განვიხილავ და რომლის ნახვის შემდეგაც ცოტა წავუშერლოკჰოლმსე ინტერნეტში. Read the rest of this entry »

              დღეს დილით 8-ზე გავიღვიძე, მაგრამ გამოღვიძება ვერ მოვასწარი ისე ჩამეძინა. რეალურად თერთმეტის ნახევარზე ვიგრძენი სიფხიზლე. არადა, 2 სემინარი მქონდა ეკონომეტრიკაში და გული დამწყდა რომ გავაცდინე. საწოლიდან წამომდგარი არც კი ვიყავი, როცა წიგნის ფესტივალი გამახსენდა. ფესტივალის პირველ დღეს არ დავსწრებივარ, ამიტომ ძლივს გამოღვიძებულმა ჩავიცვი და გავვარდი წერეთელზე. Read the rest of this entry »

ჰომოფობია ლათინური სიტყვაა და მის წინააღმდეგ ბრძოლა ქრისტიანულად მამათმავლობას  ნიშნავს

 მორიგი მშვიდობიანი აქცია და ჩემი მორიგი ნერვების მოშლა. Read the rest of this entry »

Posted: მარტი 24, 2012 in ლექსები

კირკის ბლოგი

(ნაწყვეტი ერეკლე დეისაძის ახალი რომანიდან „დამლაგებელი“. ტექსტი პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ ტაბულა ART-ში)

 

View original post 524 more words