დამანებეთ თავი!!!!!!!!!

რატომ ვერ ხვდება სხვა ბევრ ისეთ რამეს, რასაც მე ვხვდები? რატომ ისულელებს ბევრი თავს და თან ჰგონია, რომ მე გამასულელებს(ცდილობს ჩემს გასულელებას)? როცა ყველას თავისი ცხოვრება აქვს, მაშინ რატომ ეჩრებით ჩემში და ცდილობთ ჩემს გაკონტროლებას, როცა მე არ მაინტერესებს,  ფეხებზე მკიდია თქვენი ცხოვრება, რადგან ის თქვენია, და როგორც გინდათ ისე მოიხმარეთ. რატომ აფანატებთ მატერიალურ ნივთებს და აყენებთ მათ მეგობრობაზე და ნათესაობაზე მაღლა? ნუთუ ჩემი არსებობა, ჩემი გრძნობები და ტკივილი, ჩვენი ურთიერთობა ყველაფერ მატერიალურზე მაღლა არ დგას? რატომ არ ფიქრობთ თუ რას და როგორ ამბობთ? რატომ არ ფიქრობთ, რომ თქვენმა სიტყვამ შეიძლება ვიღაცის გული მოკლას? რატომ არ ფიქრობთ იმას რასაც ამბობთ და რატომ არ ამბობთ იმას რასაც ფიქრობთ?

დედა ვატირე ყველა ძუნწის!

დედა ვატირე ყველა გამყიდველის!

დედა ვატირე ყველა ორგულის!

დედა ვატირე ყველა მლიქვნელის!

დედა ვატირე ყველა მოღალატის!

დედა ვატირე ყველასი ვინც თვალს ხუჭავს რაღაცაზე!

მე თუ მოვკვდი, შენი სული თუ მოკვდა, ან თუნდაც 1 სული თუ მოკვდა, რაღად მინდა მე ასეთი ფული, დიდება ან აღიარება. დედა ვატირე თქვენი! არ დამელაპარაკოთ! დამივიწყეთ! მოკვდით! ამოხვედით ყელში! ისე მაწვება თქვენი ზიზღი როგორც ბინძურ ნარკომანს ბინძური სისხლი! განვედით!

ღმერთო ან მე ან ისინი!

 

by Gtrup

პ.ს. როგორც ყოველთვის არაფერი პირადული. გრძნობები მომაწვა. ,,განვედ”-ის ავტორს და მის დაქალს ჩემი სიყვარული. რა თქმა უნდა თქვენ არ გეხებათ 🙂

ერთი კაცი

Posted: ნოემბერი 16, 2011 in ესსე

ერთი კაცი

იყო და არა იყო რა. დღევანდელი ჩვენი იგავი ერთი ჩვეულებრივი ადამიანის ბიოგრაფიაა. ზოგადად, ბიოგრაფიები მოსაწყენია ხოლმე(ჩემი სუბიექტური აზრი), მითუმეტეს უბრალო ადამიანის, მაგრამ ეს ფრიად საინტერესო პიროვნებაა, საინტერესო წარსულით, აწმყოთი და მომავლით, ამიტომაც შევაჩერე მასზე არჩევანი. თქვენც იცნობთ მას. არა, მართლა იცნობთ, იქნებ თქვენ ხართ, არ ვიცი, ვნახოთ, თავად გაიგებთ.

კითხვის გაგრძელება

09.11

Posted: სექტემბერი 16, 2011 in 09.11, ლექსები

09.11

ცარგვალზე ელვა სიჩუმის ღრუბელს შუაზე გაკვეთს,

და დასრულდება ცრემლიანი ალალი ლოცვაც,

შეეჯახება თვითმფრინავი ორ ტყუპ ცათამბჯენს,

და თან მოიტანს ტანჯვას, ვაებას, ჟლეტას და ხოცვას.

ირგვლივ ცეცხლია, კამიკაძე არის ის გვარად,

ქრისტიანები ჩავარდნილან მუსლიმთ ჯოჯოხეთს,

არავინ არ ჩანს რომ მოევლინოს მესიის დარად,

რომ მიაბარონ ეს ყველაფერი იმას, მხოლოდ ერთს.

 

ცრემლი სდის ზეცას, ტირის მთვარე ნამგლად ქცეული,

ელდანაკრავი ოკეანე სისხლს ვეღარ იტევს,

ტყუპდაკარგული მანჰეტენი რჩება ეული

და პრეზიდენტი ეთერამდე შიშით ფეხს ითრევს.

 

09.11 იმეორებს დიქტორი წყნარად,

არადა უკვე 2011 დადგა,

09.11 გახსოვდეთო ყველგან და მარად,

მოგონებების ნიაღვარი კალაპოტს ჩადგა.

 

by Gtrup

იდეალური საქართველო

 

              იდეალური საქართველო – ოცნება, რომელსაც ახდენა არ უწერია:

       ქვეყანა, სადაც დემოკრატიაა(სადაც ეს სიტყვა მხოლოდ კონსტიტუციაში დაწერილი ტერმინი არ არის). სადაც არ არსებობს ფანატიზმი და არ არსებობენ ფანატიკოსები, რომლებიც მათს მოწინააღმდეგეთ ყელს ღადრავენ განსხვავებული აზრის გამო. სადაც არ არსებობს კამათი რელიგიურ თემაზე, იქ ყველას აზრი მისაღებია, რადგან ყველა ხვდება, რომ ვერავის შეუძლია რამის დამტკიცება. სადაც ეკლესიაში შესვლისას სიმშვიდე და ნეტარება გეუფლება, და ეს ნეტარება თან მიგყვება სახლში, რადგან ეკლესიის ეზოში გაფენილი ფსევდო მორწმუნეებისა და მათი შეყვარებულების გარყვნილ სახეებს არ ხედავ. სადაც გეი პარადი არ იმართება, რადგან ისინი სექსუალურ უმცირესობებად არ მიიჩნევიან. იქ ისინი არიან უბრალო ადამიანები, ჩვეულებრივი ჰორმონალური დარღვევებით, როგორც ქოსა ან მელოტი. სადაც კინოსეანსი, ტელეგადაცემა, ლიტერატურული საღამო თუ გამოფენა არ იშლება იმის გამო რომ ესა თუ ის ხელოვნების ნიმუში ეწინააღმდეგება რელიგიას. იქ ხომ ყველა ხვდება რომ ყველა ზემოთჩამოთვლილი არის ჩვენი ფანტაზიის, ჩვენი მრავალფეროვანი ბუნების, შინაგანი სამყაროს გამოხატულება, ხელოვნება, რასაც კავშირი არ აქვს რელიგიასთან.

      ქვეყანა, სადაც ურნას ქუჩაში ცეცხლი არ უკიდია. სადაც მანქანები წითელზე აჩერებენ. სადაც ავტობუსი და მატარებელი თავის დროზე მოდის და მიდის. სადაც ფილმში არავინ იხდის მაყურებელთა მოსაზიდად, რადგან ხალხს მხოლოდ შიშველი სხეული და სექსი არ აინტერესებს. სადაც არ გეშინია პარკში სკამზე ფეხის შემოდება და შეყვარებულისთვის კოცნა, რადგან იცი, რომ არც პოლიციელი მოვარდება და არც ვინმე ჩაგთვლის გარყვნილ ლაწირაკად. აქ ხომ არავის უკვირს როცა ახალგაზრდები ერთმანეთს კოცნიან, რადგან ოდესღაც ყველა იყო ახალგაზრდა, და ყველას უყვარდა, არ უკვირთ, რადგან არავის ჩარჩენია გონება კომუნისტურ ეპოქაში, ეპოქაში, სადაც იდეა, საერთო აზრი, სტერეოტიპი იყო საჭმელიც, სასმელიც, ხელოვნებაც, რელიგიაც და სექსიც.

       ქვეყანა, სადაც არ გისჯიან ციხეს საკუთარ სახლში მასტურბირების გამო, რადგან ყველას საკუთარ ცოდვაზე კარგად მოეხსენება. სადაც ქალიშვილობის ინსტიტუტი არ არსებობს, რადგან მის არსებობას აზრი არ აქვს, ის ხომ უბრალოდ უამრავ ახლადდაქორწინებულ ახალგაზრდა მამაკაცს იმედგაცრუებულს ტოვებს და მეტი არაფერი, გამკეთებელი ინსტიტუტით თუ უინსტიტუტოდ, მაინც აკეთებს. სადაც ცოლ-ქმარს სექსი მხოლოდ პირველ ღამეს და ბავშვის გაჩენისთვის არ აქვს. იქ ხომ ხალხმა იცის, რომ სექსი გარყვნილება, სირცხვილი არ არის, რომ როგორც სულს სჭირდება საზრდო, ასევე სხეულიც ითხოვს თავისას. ჩვენ ხომ მხოლოდ ზეციური სულნი არ ვართ. ის ზეციური სული ამქვეყნიურ ცხოველურ სხეულში ბუდობს მიუხედავად იმისა, მოსწონს ადამიანებს ეს თუ არა.

        ქვეყანა, სადაც სხვის ცხოვრებაში ხელის ფათური არ მოსულა. სადაც პრესას ფერი არ აქვს. სადაც ტელევიზორში არ თარგმნიან გადაცემებს. იქ ხომ ჭკვიანი ხალხი ცხოვრობს,  რომელთაც უცხოურის დაკოპირებას ურჩევნიათ საკუთარი გონების ნამოქმედარი ნახონ, შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები.

        ქვეყანა, სადაც გრძელ თმას(მამაკაცზე) ხალხი პირდაღებული არ შესცქერის. სადაც წიგნს იმიტომ არ კითხულობენ რომ შემდეგ სადღაც ახსენონ მისი სათაური და ისიც რომ ის წაუკითხავთ. სადაც იმიტომ არ უყვართ, რომ სიყვარული მოდაშია. სადაც მე ვარ მე და შენ ხარ შენ და არავის სჭირდება თვალთმაქცობა. სადაც შენი ეროვნება, რელიგიური მრწამსი, კანის ფერი, ჩაცმულობა, სექსუალური ორიენტაცია, ვარცხნილობა, საყვარელი მუსიკალური ჟანრი არ დგება შენსა და სხვას შორის. სადაც მთავარია პიროვნება, მთავარია ადამიანი…

by Gtrup

ფრიდრიხ დიურენმატის შესანიშნავი დეტექტივი. კოპიის ხარისხი არც ისე კარგია, მაგრამ მთავარია ნაწარმოებია საინტერესო. 🙂 თუ მოგეწონებათ ასეთი სტილით დადებული წიგნები დაწერეთ და ნებისმიერ წიგნს დავდებ, რაც თქვენს გემოვნებას დააკმაყოფილებს :))

გადმოწერა 

დინება

ჯერ ნელი დინება გიტაცებს, უფრო სწორად, თავად ნებდები მას. მერე თანდათან სიჩქარე იმატებს. ის ნელ-ნელა შენს ტვინში,ფილტვებში, გულსა და სულში, შენი ფიზიკურისა და სულიერის ყოველ კუთხე-კუნჭულში აღწევს. თვალები თავისით იხუჭება, სხეული უნებურად უმოქმედო ხდება, მხოლოდ ხელებმა შეიძლება იმოძრაონ უაზროდ, უმისამართოდ. ტვინი პირველ წამებშივე გეთიშება-ის უკვე გაითელა, მას აზროვნება აღარ შეუძლია. გული ჯერ კიდევ ცემს, მაგრამ მისი ხმა საერთოდ არ გესმის, პრინციპში, არც გაინტერესებს, საერთოდ ცემს თუ არა. შიგადაშიგ სუნთქვის შეკვრა მეორდება- ჯერ იშვიათად, მერე თანდათან ხშირდება და ბოლოს სუნთქვაშეკრული, ტვინ და გულგაჩერებული, სამყაროს მოწყვეტილი, მაგრამ ბედნიერი, მსუბუქი, მფრინავი, თავისუფალი მიისწრაფვი სადღაც, რაღაც უცნობისკენ, მაგრამ უცებ, დინება უკან გაბრუნებს. აი ისევ სწრაფვა, მაგრამ, ისევ მარცხი. ეს რამდენიმეჯერ მეორდება, სანამ ენერგია ბოლომდე არ გეცლება და ბრძოლას წყვეტ. დინებაც მშვიდდება, ნელდება, სუსტდება, თითქოს სამყაროს უბრუნდები მაგრამ არა, ჯერ არა, არა მანამ, სანამ დინება არ შეწყდება. ისიც ინებებს და ყველაფერი მთავრდება. შენ ღრმად ჩაისუნთქ-ამოისუნთქებ და ახალი სასიცოცხლო ძალებით ივსები. მზად ხარ თავიდან ჩაეფლო თავდავიწყების მორევში, იმ სიხარულით, რომ ყრუ არ ხარ, რომ შეგიძლია ერთი და იგივე 100-ჯერ განიცადო.

მთვარის სონატა…

by

Gtrup


Like this on Facebook