უბრალოდ ,,ნო–დო”

Posted: თებერვალი 6, 2012 in 2010, მიმოხილვა

                      რადგან ამ ბოლო დროს ხშირად ვხვდები facebook-ზე ამგვარ სტატუსებს: ,,რაიმე ფილმი მირჩიეთ“ , ,,რამე კარგი ფილმი მითხარით“ და ასე შემდეგ, ამიტომ, გადავწყვიტე ხანდახან ჩემს ბლოგზე ფილმების მიმოხილვებიც დავდო. ზოგადად, ძალიან მიყვარს კარგ ფილმს რომ ვნახავ და შემდეგ სხვას ვაყურებინებ ან ვურჩევ ხოლმე(ჩემი და დამეთანხმება ალბათ ). სამწუხაროდ, ბევრი კარგი ფილმი უკვე ნანახი მაქვს, მაგრამ არ იღელვოთ, სანახავი კიდევ ბევრია 😀 😀 😀 .იმედია ჩვენი გემოვნება ერთმანეთს დაემთხვევა.

                  თავიდან მინდოდა პირველი მიმოხილვა რაიმე ცნობილ და ყველასათვის საინტერესო ფილმზე ყოფილიყო, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე რაც პირველად მომეწონებოდა იმაზე დამეწერა. ერთ–ერთ საიტზე გადავაწყდი ამ ფილმს და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

                   ამ ესპანურ ფილმს ჰქვია ,,ნო–დო“. (,,No-Do “)ჟანრს რაც შეეხება, დრამა,თრილერი და საშინელებათა ჟანრის შერწყმაა. რაც ძალიან საინტერესოა, სიუჟეტი ისე ვითარდება, რომ საკმაო ხანს ფილმში მიმდინარე მომენტები ბევრ შეკითხვას ბადებს, რაზე პასუხებსაც ფილმის ბოლოსკენ ვპოულობთ. ძირითადად სიტუაცია ერთი ოჯახის გარშემო ტრიალებს.

                  ვისაც რელიგიურ საკითხებზე გიტაცებთ ფილმების ყურება არც ისინი დარჩებით იმედგაცრუებულნი. ფილმში რელიგიური ფაქტორი ძალიან დიდ როლს თამაშობს.

                 შინაარსს რაც შეეხება, ნორმალურია, მიუხედავად იმისა რომ ბოლოსკენ ცოტას ზედმეტად წაუფანტასტიკებს. ახალი, უცნობი სიუჟეტია მეთქი ვერ გეტყვით, მაგრამ საინტერესო ნამდვილად არის. მსახიობთა კარგი შესრულებით შესანიშნავად იგრძნობა დედობრივი სიყვარული და მზრუნველობა, ერთმანეთისთვის თავგანწირვა. მორალიც შესანიშნავია, რომ ბოროტება დაუსჯელი არასდროს რჩება და რომ წარსული თავს ადრე თუ გვიან მაინც შეგვახსენებს.

                 კიდევ ერთი რამ, რაც მნიშვნელოვანია. ფილმში ნახსენები ორგანიზაცია, რომლის სახელსაც თავად ეს ფილმი ატარებს, მართლაც არსებულა, და თუ დავუჯერებთ ჩემს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, მართლაც იმ წლებში, რომელი წლებიც ფილმშია ნახსენები.

                 კარგით, მეტს აღარ გავაგრძელებ, თავს აღარ შეგაწყენთ, თორემ ფილმის სიუჟეტზე დამცდება რამე და ნერვები მოგეშლებათ, ისე როგორც მე მეშლება ნერვები ფილმის მიმოხილვაში ყველაფერი რომ წერია, პირდაპირ ყურების სურვილს მიქრობს ხოლმე. ისიამოვნეთ  🙂

by Gtrup

 პ.ს. ლინკსაც დავდებ, თუ ვინმეს ფილმის ონლაინში ნახვის სურვილი გაგიჩნდებათ:  ფილმის ონლაინში ყურება

დატოვე კომენტარი